მახინჯაურში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძალვის ბრალდებით, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ.დ. დააკავეს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.