წარმოშობს კითხვის ნიშნებს კანონის უზენაესობისადმი – აშშ-ის საელჩო ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტაზე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, რაიან ჰარისის თქმით, პარლამენტმა პარტია „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო, რამაც წარმოშვა კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნები და დაასუსტა პარლამენტი.

„ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ისეთი დანაშაულისთვის, რომელზეც გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, წარმოშობს კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნებს, ასუსტებს პარლამენტს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების” გაცხადებულ მიზანს, პარლამენტში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით“, – ამბობს რაიან ჰარისი „რადიო თავისუფლების“ შეკითხვის საპასუხოდ.

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ მანდატების გაუქმება, შესაძლოა, პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა.


15 თებერვალს პარლამენტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვის, „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასთვისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის  სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile