მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მარიამ ქვრვივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობასა და ეკონომიკის დარგის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. ვულოცავ ქალბატონ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ვიცე-პრემიერები ასევე არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.