მარნეულელი ქალბატონის ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს - იმნაძე

პუბლიკა

პაატა იმნაძე „პუბლიკის“ მიერ დასმულ შეკითხვას მარნეულსა და ბოლნისში არსებულ ვითარებაზე პასუხობს, რომ გამოკვლეულია 80 ადამიანი, მათ შორის ახლო კონტაქტები და შესაძლო შემთხვევები. იმნაძის თქმით, მარნეულში მცხოვრები ქალის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია, თუმცა გადასამოწმებლად დამატებითი სეკვენირება იქნება საჭირო.

„შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს, კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდეა შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს მისი ინფიცირების წყარო. ახლა საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება, რათა დავადგინოთ, როდის მოხდა გადაცემა და ა.შ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარნეულში მაღალი მაჩვენებელი არ გვაქვს, რადგან ვინც ინფიცირებულია ყველა ახლო კონტაქტს უკავშირდება“, – აცხადებს იმნაძე.