მაშველებმა აკრძალვის მიუხედავად შავ ზღვაში შესული 8 ადამიანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს მაშველებმა აკრძალვის მიუხედავად შავ ზღვაში შესული 8 ადამიანი გადაარჩინეს. შემთხვევები ქობულეთსა და ბათუმში დაფიქსირდა. უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

უწყების ცნობით, მთელს სანაპიროზე დღის დღის განმავლობაში 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა და აღმართული იყო წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში”, – წერია უწყების განცხადებაში.