მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა

პუბლიკა

განათლების კოალიციის ინიციატივითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში დღეს გამარჯვებული გამოვლინდა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2020 წლის გამარჯვებული სოფიო გოგოხია გახდა. ის აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

2020 წლის გამარჯვებული კონკურსის ჟიურიმ ხუთი საუკეთესო ფინალისტიდან გამოარჩია.

2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტები არიან:

  • სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი;
  • თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისა და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.