მე ივანიშვილს არ ვაღმერთებდი - გიორგი გახარია

პუბლიკა

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა მისთვის ივანიშვილი კულტი, გახარიამ უპასუხა, რომ ის ივანიშვილს პატივს სცემდა.

„არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი. არა, მე არ ვაღმერთებდი. თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო“, – განაცხადა გახარიამ.