მედიათეკა და საფეხმავლო ხიდი ზოოპარკამდე - კალაძის თქმით, „მზიურის" რეაბილიტაცია მალე დასრულდება

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე „მზიურის“ რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, „მზიურის“ რეაბილიტაციის  სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

„ძალიან მალე ქალაქს ექნება განახლებული „მზიურის პარკი”, რომელიც მართლაც ულამაზესია. დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი და დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არამხოლოდ თბილისელებისთვის“, – განაცხადა მან.

კახა კალაძის თქმით, მზიურის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია მედიათეკისა გადასასვლელი ხიდის მშენებლობა.

„ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ასევე ვამუშავებთ მედიათეკის პროექტის. ამას უშუალოდ დედაქალაქის მერია განახორციელებს. ეს იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი. ასევე ვამუშავებთ ერთ საინტერესო პროექტს – გადასასვლელი ხიდი.

გადასასვლელი ხიდი „მზიურის პარკიდან” ზოოპარკის მიმართულებით, საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ. ამაზეც უკვე ვმუშაობთ და მედიათეკა და საფეხმავლო ხიდი იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელსაც მოსახლეობას შევთავაზებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა facebook-გვერდზე განახლებული „მზიურის„ ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.