მელია ელისაშვილზე - არ არის ის ალეკო, რომელიც მე მახსოვს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებზე საუბრობს, რომლებსაც მისი აზრით არ აქვთ მოტივაცია იბრძოლონ ვადამდელი არჩევნებისთვის.

“ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვჩია დიდი ალბათობით ფიქრობენ, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის დღეს ისინი მზად არ არიან.  ასევე ბატონი ალეკო ელისაშვილი, რომელიც შეიძლება ახლა გაბრაზდეს, მაგრამ, რომელიც იწყევლება, ხან იქით მიაწყევლის, ხან მე მომაწყევლის, არ არის ის ალეკო, რომელიც მე მახსოვს. ნუ, მისი არცევანია. მე მგონია, რომ მას არ უნდა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

მაყურებელმა განსაჯოს – თუ ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნა 2022 წელს, მათ ექნებათ მოტივაცია, რომ მოიპოვონ ეს არჩევნები? – არა” – ამბობს მელია.