მეოთხეული გადაცემა არის თუ არა, ამის დასადგენად ღრმა კვლევა მიმდინარეობს – იმნაძე

პუბლიკა

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პაატა იმნაძემ საქართველოში კორონავირუსის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ჩეხეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ გუდაურში, წასვლიდან მეორე დღეს ჩეხეთში დაუდასტურდათ კორონავირუსით ინფიცირება. მისივე თქმით, ჩეხეთის მოქალაქეებმა საქართველოში შესაძლო შემხებლობაში მყოფ პირებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს, რისთვისაც პაატა იმნაძემ ჩეხეთის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

პაატა იმნაძეს საქართველოში მეოთხეული გადაცემის შესახებ დაუსვეს შეკითხვა. მისი თქმით, საქართველოში მესამეული გადაცემა უკვე დაფიქსირდა. ჯერჯერობით, მეოთხეული გადაცემა არის თუ არა, არ იციან და ამის დასადგენად მიმდინარეობს ღრმა კვლევა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მეოთხეული ეწოდება გადაცემას, როცა ინფიცირებულმა არ იცის, ინფიცირების შესაძლო წყარო.