მიდგომა, „თუ არავინ დამსჯის, არ გავიკეთებ პირბადეს“, არ არის სწორი - გაბუნია

პუბლიკა

„თუ არავინ დამსჯის, არ გავიკეთებ პირბადეს“, ასეთი მიდგომა არ არის სწორი, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად ხდებოდა მთავრობის მხრიდან შეზღუდვების გაკონტროლება,  (თუნდაც პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, ტაქსიში და ა.შ.).

გაბუნია აღნიშნავს იმასაც, რომ ქცევითი ფაქტორის გაკონტროლება ზოგადად, ინდივიდუალური პირების დონეზე, არის სრულიად წარმოუდგენელი.

„ქცევითი ფაქტორის გაკონტროლება ზოგადად, ინდივიდუალური პირების დონეზე, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. ამ შემთხვევაში სანქცირება ეს არის ერთ-ერთი დამხმარე მექანიზმი იმისთვის, რომ აი ასეთი ტიპის ქცევის დანერგვის ხელშეწყობა მოხდეს. თუმცა, ადმინისტრირების კუთხით, რა თქმა უნდა, აქ არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, რომ პირბადე ვატაროთ და ვატაროთ სწორად იმიტომ, რომ ეს არის დღეს ერთადერთი საშუალება, რაც ნამდვილად ვიცით, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მუშაობს და ცოტა უხერხულიც კია, ამდენი ხნის მერე ყოველწუთას ამაზე ლაპარაკი და „თუ არავინ დამსჯის, არ გავიკეთებ“ ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.