მიღებულია გადაწყვეტილება და პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც შეხვედრაზე გადაწყდა კორონავირუსთან დაკავშირებით პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა.

„ინფექციური საავადმყოფო დარჩება. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე ყოფილი მერვე საავადმყოფო მთლიანად დაიცლება. ჯერ არ არის ამის საჭიროება, მაგრამ  საზოგადეობა რომ მშვიდად იყოს. ეს სერიოზული რესურია, 140 საწოლია იქ.  მესამე – რესპუბლიკური საავადმყოფო ასევე მთლიანად გამოთავისუფლდება. კარანტინში მყოფები სხვაგან გადაინაცვლებენ. მეოთხე – გორის ჰოსპიტალი, სადაც ასევე არის დაახლოებით 140 საწოლი. პლიუს ბოჭორიშვილის კლინიკაში, 11 საწოლით.  ეს უკვე გადაწყვეტილია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile