მინისტრის თქმით, ტოცილიზუმაბთან დაკავშირებით კლინიკების მისამართით მიმდინარეობს გამოძიება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მედიკამენტ „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.

საქმე ეხება გარკვეული კლინიკების მხრიდან, სავარაუდოდ, პაციენტების ოჯახის წევრების მიმართ ტოზილიზუმაბის შეძენის მოთხოვნას.

„მოკვლევა, დაწყებულია ამასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეაგირებაც აუცილებლად იქნება. ჯანდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ ჩაატარა გაფართოებული შეხვედრა კლინიკის ხელმძღვანელებთან, სადაც მათ კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ ეს არის მარტივი კანონდარღვევა, როცა ჩვენ ვუბიძგებთ პაციენტების ახლობლებს, შეიძინონ მედიკამენტები, დაახლოებით 4-ჯერ ან 5-ჯერ ძვირად შავ ბაზარზე. რაც ბადებს ეჭვს კლინიკების არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა, რომ იყოს სიმართლე. თუმცა, არსებობს გარკვეული ერთეული ფაქტები და ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პრეპარატის გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს და მაღალ პროფესიონალიზმს, ამიტომ სამინისტრომ სთხოვა კლინიკურ საბჭოს, რომ ის დაინიშნოს მხოლოდ კლინიკური ექსპერტების ჩართულობით.

LB loan image desktop LB loan image mobile