მინისტრთა კაბინეტის ორი მინისტრი იცვლება - ღარიბაშვილის ბრიფინგი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში ორი მინისტრი იცვლება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს და მას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ოთარ შამუგია დაინიშნება. ოთარ შამუგია აქამდე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე იყო.