მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის ახალი ეტაპი - სააკაშვილი მელიაზე

პუბლიკა

„მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობითა და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მელიას 40 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.