მხარეებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლეს, სადაც, სავარაუდოდ, დოკუმენტს მოაწერენ ხელს

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე შეხვედრამ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლა.

არსებული ინფორმაციით, ათონელის რეზიდენციაში გაიმართება დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი.

თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს არ მოაწერს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, მაგრამ ხელს მოაწერენ სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე.

პოზიციების საჯაროდ დაფიქსირების და მსჯელობის შემდეგ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში საბოლოო გადაწყვეტილების გასაცნობად შეიკრიბნენ. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, რომელი პარტია მოაწერს ხელს ევროკავშირის დოკუმენტს და დაიწყებს საკანონმდებლო საქმიანობას.