მხოლოდ ამ ტიპის გრანტებით არის შესაძლებელი ღირებული კვლევების ჩატარება - კოკაია რუსთაველის ფონდზე

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ ეთერში ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორმა ზაალ კოკაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია მეციერების დაფინანსება ისეთი ფონდებიდან, როგორიცაა რუსთაველის ფონდი და სხვა,  რადგან შეუძლებელია ამ გრანტების გარეშე ქართველი მეცნიერები და სამეცნიერო პროექტები კონკურენტუნარიანი იყოს.

„საერთოდ მეცნიერებაზე როდესაც ვლაპარაკობთ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ არის ორი მთავარი კომპონენტი, რითაც შეიძლება ობიექტურად შეფასდეს მეცნიერის ან სამეცნიერეო დაწესებულების დონე – ეს არის, რა თქმა უნდა, სამეცნიერო პუბლიკაცეიბი და ასევე დაფინანსება, რომელსაც იღებს მეცნიერი ან სამეცნიერო დაწესებულება.

ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გარეშე/გარეთ მოპოვებული დაფინანსება და ეს ისეთი ღირებული კრიტერიუმია, რომ მაგალითად, ჩვენს უნივესიტეტში, როდესაც რაიმე დიდი სამეცნიერო ფონდიდან იღებ დაფინანსებას, უნივერსიტეტიც აფინანსებს ამ კვლევას იმისთვის, რომ წაახალისოს მკვლევარი და გააფართოვოს კვლევის მიმართულება.

მე ვფიქრობ, რომ ასეთ კონკურენტუნარიან პირობებში, როგორიც არის რუსთაველის ფონდი … და ეს კარგად უნდა გააცნობიეროს ალბათ მოქალქეებმა,  ეს არ არის გამოყოფილი დაფინანსება, ეს არის პროექტები, რომელიც წარდგენილი იქნა რუსთაველის ფონდში და საერთაშორისო შეფასებით და მაღალი კონკურსის პირობებში გაიმარჯვა ამ პროექტებმა და მოიპოვა დაფინანსება. ამიტომ მე ვთვლი,  რომ აუცლებელია,  ამ პროექტების დაფინანსება.

თანამედროვე მეცნიერება ძალიან ძვირია და შრომატევადი და შეუძლებელია ამ დაფიანანსების გარეშე … ამ ტიპის გრანტებით არის მხოლოდ შესაძლებელი კონკურენტუნარიანი და ღირებული კვლევების ჩატარება, “- ამბობს ის.

ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსთაველის ფონდი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქართველი მეცნიერების დაფინანსების კუთხით და ეს კარგად უნდა იყოს აღქმული და დაფასებული.