მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა რამდენიმე ჩემი კაბინეტის მინისტრს მართავდა. ამის გასარკვევად ვრეკავდი - გახარია

პუბლიკა

ექს-პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განმარტავს, რატომ ურეკავდა ქართული ოცნების დამფუძნებელსა და პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს გადადგომის წინ.

„ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე, მინდა რომ ეს ფურცელი გადავფურცლოთ, გიპასუხებთ და დახურეთ ეს თემა. მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში რამოდენიმე ჩემი კაბინეტის მინისტრს მართავდა. მათ გარკვეულ დავალებებს აძლევდა. ეს მომეჩვენა და ამის გასარკვევად ვრეკავდი” – განაცხადა გიორგი გახარიამ.