მოქალაქეებს ჩემს ნომერს მოტყუებით აძლევენ, თითქოს 400-ლარიან დახმარებას გავცემთ - ხუნდაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბოლო კვირაა მოქალაქეებს მის ნომერს აძლევენ და ატყუებენ, რომ ამ ნომერზე დარეკვის შემთხვევაში 400-ლარიან დახმარებასა და 150-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

„ბოლო კვირაა ჩემთან შემოდის არაერთი ზარი. ერთი 40 წუთის წინ იყო ზარი ხულოდან. მათ კონკრეტული ნომრით უკავშირდებიან. ეუბნებიან, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ოფისი, აძლევენ ჩემს ნომერს და კიდევ ერთი კომიტეტის თავმჯდომარის და ეუბნებიან, მიმართეთ მათ და თქვენ გეკუთვნით 400-ლარიანი დახმარება და 150-ლარიანი ვაუჩერი. ეს, რა თქმა უნდა, ემსახურება საზოგადოების გაღიზიანებასა და შემდეგ ამაში პოლიტიკური სარგებლის ძიებას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, შეუძლია კონკრეტული ნომერი, რომლიდანაც მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ, შესაბამის უწყებებს გადასცეს.