მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებაზე საქართველოს პასუხს ელის - რუსეთის საგარეო უწყება

პუბლიკა

რუსული საინფორმაციო სააგენტო TACC-ის ინფორმაციით, რუსეთი შეშფოთებულია საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მუშაობაზე ინფორმაციის უქონლობის გამო. როგორც რუსული სააგენტო იუწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსგან პასუხს ელოდება რუსი სპეციალისტების ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით.

„ქართული მხარე ამ დრომდე არ რეაგირებებს ჩვენს  2019 წლის ივნისის ნოტაზე, რომელიც გავგზავნეთ თხოვნით, მოგვცეს აუცილებელი განმარტებები შესაძლო ვიზიტის მოდალურობასთან დაკავშირებით. ველოდებით თბილისის ოფიციალურ რეაქციას“, – აღნიშნავენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

TACC-ის ინფორმაციით, უწყების შეშფოთების მიზეზი ის არის, რომ ვაშინგტონი არ მათ არ უხსნით, რითია დაკავებული უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს.