მოვითხოვთ აქციზის გადასახადის გაუქმებას, რაც საწვავზე ფასს 40 თეთრით შეამცირებს - „ევროპული საქართველო“

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველო“ აქციზის გადასახადის შემცირებას მოითხოვს, რაც, პარტიის თქმით, საწვავზე ფასს 40 თეთრით შეამცირებს.

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ისაუბრა. მან თავისუფლების მოედანზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საწვავზე ფასის მატება მიბმულია აქციზის გადასახადის გაზრდასთან.

„ასეთ რთულ ეკონომიკურ პირობებში, მთავრობა ვალდებულია, გადადგას მარტივი ნაბიჯი. ეს არის გადასახადების დაწევა და საგადასახადო წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის, კონკრეტულად კი აქციზის გადასახადის გაუქმება, რაც საწვავის ფასს 40 თეთრით შეამცირებს,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.