მსუბუქად არის დაშავებული ერთი მოქალაქე და ერთი პოლიციელი - ჯაში

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის მარიამ ჯაშის განცხადებით, ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი პოლიციელი და ერთი მოქალაქე. დეპუტატის თქმით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

„ამ ეტაპისთვის ლოკალიზებულია ხანძარი, პრაქტიკულად ლიკვიდაციის სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპისთვის მსუბუქი დაზიანების შემთხვევა გვაქვს და მსხვერპლი არ არის. ამ ეტაპზე უბანში სიმშვიდეა. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ, პირველ რიგში, ერთი პოლიციელის და ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ვიცი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ, იყოს მაქსიმალურად შესაბამისი მკურნალობა და მართვა უზრუნველყოფილი.

ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედებები იქნება დაწყებული და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლი არ გვაქვს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.