მწუხარებას გამოვთქვამ პოლიტიკოს მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო - თალაკვაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მწუხარებას გამოთქვამს მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო.

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსის მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო. იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში.

მისი გარდაცვალება გულდასაწყვეტია ყველასათვის, ვინც თვალს ადევნებდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილი დააკლდება ჩვენს საზოგადოებას. ჩემი კოლეგების სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, “- ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პოლიტიკოსი მიხეილ-გელა სალუაშვილი 1 აპრილს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 1992 წელს დაარსა და თავმჯდომარე იყოს პარტიის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“. მიხეილ-გელა სალუაშვილი ასევე მონაწილეობდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და პრეზიდენტობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.