ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ პარტიაში დაუდასტურეს.

უკრაინაში ნიკა მელიასთან ერთად გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

თავდაპირველად ინფორმაცია ნიკა მელიას კიევში გამგზავრების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

ტელეკომპანიის ცნობით, ნიკა მელიამ გაფრენის წინ გადაცემა „დროებას“ უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს.

„ორ წელიწადნახევარია, კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის – თავისას”, – უთხრა ნიკა მელიამ „დროებას“.