ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი დღეს შეეცვალა.

ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა. ამ საკითხის შესახებ შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული დოკუმენტის ხელმოწერის პროცესში გახდა ცნობილი.

40 000 ლარი ორგანიზაციამ „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ გამოყო და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 8 მაისს პროკურატურის ანგარიშზე ჩარიცხა.