ნიკა მელიას თქმით, დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, შეუჩერდება თუ არა მანდატი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შეუჩერდება თუ არა მას საპარლამენტო მანდატი უნდა დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ.

„რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც კვლავ გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე აღსასრულებლად. არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს თავისი გუნდის წევრებს, თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს. ახლა კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემორჩენილ დეპუტატებს და ახლა  მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია, როგორც მათი კოლეგა იქნება ამ ვადის ამოწურვამდე პარლამენტის წევრი, თუ არ იქნება. ანუ ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

___________

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა საქალაქო სასამართლოში.

ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2012 წელს წაუყენეს. „ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან. აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ნიკა მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

LB loan image desktop LB loan image mobile