„ოცნების“ წევრები 3 თვე ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელფასის 1/3 გადარიცხავენ.

„ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3. საჭიროებისამებრ, მზად ვართ, მომავალშიც შევიტანოთ დამატებითი წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლაში“, – განაცხადა კობახიძემ.