ოჯახმა სთხოვა სახალხო დამცველს, დაეცვა ისინი „მთავარი არხის" ბულინგისგან - ნიკოლაძე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს შეხვდა. ოჯახის ადვოკატის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით,  მათი მთავარი თხოვნა სახალხო დამცველთან იყო, რომ მას დაეცვა ოჯახი „მთავარი არხის” ბულინგისგან. ამის შესახებ ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიასთან სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.

„დააფიქსირეს, რომ არანაირი უნდობლობა გამოძიების მიმართ არ არის, რომ ელოდებიან გამოძიების შედეგებს და საბოლოო პოზიციას შემდეგ დააფიქსირებენ. ნომერ პირველი თხოვნა სახალხო დამცველის მიმართ იყო ის, რომ დაიცვას გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი „მთავარი არხის” ბულინგისგან და სისტემატური აგრესიისგან. ეს იყო დედის და მამის ყველაზე არსებითი მოთხოვნა”, – განაცხადა ნიკოლაძემ.