„One Republic" საქართველოში 2020 წელს კონცერტს გამართავს

ვასკა მათითაიშვილი

2020 წლის ბოლოს ამერიკული პოპ-როკ ბენდი OneRepublic საქართველოში, Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს. კონცერტი 10 ოქტომბერს, ბენდის ახალი მსოფლიო ტურნეს „Human-ის” ფარგლებში გაიმართება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 6 მარტს ვებგვერდზე bsa.com 13:00 საათიდან დაიწყება.

One Republic 6 წევრისგან შემდგარი ამერიკული პოპ-როკ ჯგუფია, რომელიც 2002 წელს კოლორადოს შტატში შეიქმნა. სადებიუტო ალბუმი ჯგუფმა 2007 წელს გამოუშვა სახელით „Dreamin out loud”. „Human” მათი რიგით მეხუთე ალბომია.