ოპოზიცია ძალიან მალე, მიმდინარე წელს დაამარცხებს ამ რეჟიმს, კოალიციურ მმართველობაში მოვა - მელია

პუბლიკა

„მე თქვენთან ბევრი სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, მე თქვენ არ აღგიქვამთ როგორც კოლეგებს, როგორც პოლიტიკოსებს, რაზე უნდა გესაუბროთ თქვენ? მირჩევნია ვესაუბრო საზოგადოებას, ვესაუბრო იმ საზოგადეობას, რომელთან ერთადაც ოპოზიცია ძალიან მალე, მიმდიანრე წელს დაამარცხებს ამ რეჟიმს, კოალიციურ მმართველობაში მოვა. მე ასე ვხედავ ამ ქვეყნის განვითარებას, ერთია რომ კლანჭებიდან ვიხსნათ ქვეყანა ოლიგარქის და მეორეა, რომ ქვეყანა მართლაც იმართოს ერთობლივად“,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე.

ნიკა მელია მე-10 მოწვევის პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით პირველად გამოვიდა.

„ალბათ გაინტერესებთ, თუ რატომ ვარ დღეს მე აქ. ერთადერთი, რის გამოც აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით, ნაკლებად დაგაფრთხოთ. თუმცა ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად.

შემოვედი, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც აქ ხართ, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის, და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად. ბევრი თქვენგანი, ვინც ჩემს ხელმარცხნივ სხედხართ, გულის სიღრმეში მეთანხმებით,” – განაცხადა ნიკა მელიამ.