ორდღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში არასწრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

„არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები როგორც წლის ზედაპირზე, ასევე წყალში”, – წერია უწყების განცხადებაში.