ოთარ ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი რუსი ოლიგარქია 

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილის ძმა და საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი, ოთარ ზურაბიშვილი „ფორმულას” ეთერში ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი რუსი ოლიგარქია”.

“მე ვგმობ ასეთ ჩართვას პოლიტიკაში, როცა მოდის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფრის გაკეთება შეიძლება და მით უმეტეს, როცა აზრები არ არის წინ, მაგრამ ფულია წინ. ნამდვილი რუსი ოლიგარქია”. – თქვა მან.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ამაში პრეზიდენტი, ოთარ ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავს.

“მე ვამბობ ჩემს აზრს. ჩემი აზრით, არის ნამდვილი ოლიგარქი, მთლიანი გაგებით და დამატებით, რაც ნათელია, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ ის ფარდის მიღმა აკონტროლებს მთავარ პარტიას. გაყოფილები არიან, თითქოს ერთი არის ძალიან დემოკრატი და მეორე – არა. ერთი არის ძალიან შორს რუსეთისგან და მეორე – არა. გზავნილები ყველას ესმის. ვიცით, რომ ორივე ერთია და აზრის წამყვანი ერთია – ბიძინა ივანიშვილი”. – თქვა ოთარ ზურაბიშვილმა.