პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბავშვებს, რომლებსაც ოქტომბრამდე 6 წელი უსრულდებათ, შეეძლებათ სკოლაში შევიდნენ

პუბლიკა

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც 1 ოქტომბრამდე შეუსრულდათ 6 წელი, სკოლაში შესვლის შესაძლებლობას აძლევს.

მომხსენებლის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა განპირობებულია სასკოლო ასაკის ბავშვების რეგისტრაციის ვადების მოახლოებით.

კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე.

LB loan image desktop LB loan image mobile