პირი, რომელმაც ნიკა მელიას ხელი დაარტყა, ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის - შსს

პუბლიკა

პირი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის – ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა დამატებით დეტალებს არ ასახელებენ.


30 ოქტომბერს, ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნიკა მელიას უცნობი პირი უკნიდან მიეპარა და თავში ხელი ჩაარტყა.