პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები | ღარიბაშვილი

პუბლიკა

ბათუმში, იქ, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, პრემიერ-მინისტრი მივიდა. მედიასთან საუბრისას ღარიბაშვილმა სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

„ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ სიტუაციის დროულად დასარეგულირებლად. 300 მაშველი მუშაობს ადგილზე. ყველა საშუალება აქვთ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მე მოვისმინე შს მინისტრისგან ვერსიები, მაგრამ წინასწარ არ მინდა დასკვნის გაკეთება. პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები.



ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩამონგრეული კორპუსიდან ადამიანების ხმა ისმის. ისინი შველას მოითხოვენ.

კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ვრცელდება რამდენიმე ვერსია. მათგან ერთ-ერთია კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ასევე, ადგილზე მისვლას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც გეგმავ