პოლიციის თქმით, ჭიათურელ კაცს ავტომატები, თოფები, პისტოლეტები და ყუმბარები აღმოუჩინეს

პუბლიკა

იმერეთის პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

მათ 1978 წელს  დაბადებული ი.ზ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის განცხადებით ი.ზ.-ს კუთვნილი  ფარდულის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის არარეგისტრირებული იარაღი:

კალაშნიკოვის სისტემის „აკს“ და „აკმ“ ტიპის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის 6 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი და 900 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა სისტემის 3 პისტოლეტი, ასევე, „გეკოს“ ფირმის თოფი, „ტულას“ ტიპის სანადირო თოფი და 30 მეტრი ცეცხლგამტარი ზონარი -– ე.წ. ფითილი.

გამოძიება ცეცხლსასროლი  იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

LB loan image desktop LB loan image mobile