პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი - ბოკერია წულუკიანზე

პუბლიკა

„ბატონო გიორგი, თქვენ როგორ ბრძანეთ, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის, საქართველოს მეგობრები არიან და არა ოპოზიციისო. და იქნებ ეს ამბავი რომ ეგრეა, ქალბატონი ცქიტიშვილის გვერდით რომ ზის – პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი, ქალბატონი წულუკიანი, იქნებ მაგას აუხსნათ ეგ და კიდევ ბატონ კაკულიასაც, ეგეთი ევროპა არ გვინდაო”, – ამის შესახებ პარლამენტში „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლისას თეა წულიკიანის „TV პირველზე” გაკეთებული კომენტარიც წაიკითხა და პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, აპირებს თუ არა ამ განცხადების გამო წულუკიანის გადაყენებას.

„ლინკი გამოგიგზავნოთ „TV პირველზე” ამ ელექსირის გამოსვლის თუ ციტატა წაგიკითხოთ? მაგარი ციტატაა:

თითებს ვიჭამდი ეს ორი რომ გარეთ გამოუშვეს (უგულავა და ოქრუაშვილი). ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები?! უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან, ლელთ ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის…

ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ეგეთი სამარცხვინო განცხადებისთვის? რომელიც ჩვენი მეგობრების კრიტიკას პირდაპირ უკავშირებს მტრული სახელმწიფოს ოკუპაციას და ილია ჭავჭავაძეს იხსენიებს. მოხსნით? შეგიძლიათ უთხრათ, რომ გადაყენებულია თუ არა?”, – განაცხადა ბოკერიამ.

„დავაწინაურებ”, – ასეთი იყო პრემიერის პასუხი ბოკერიას კითხვაზე. „თქვენი ინტერპრეტაციები შეინახეთ თქვენთვის”, – მიუგო გახარიამ ბოკერიას რეპლიკაზე.