პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების შემთხვევაში „ოცნება" ხმებს დაკარგავს - ჯაში

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრის, მარიამ ჯაშის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ლიდერებს, ის აუცილებლად დაკარგავს საარჩევნო ხმებს.

„მეორე მხრივ, თუკი შეთანხმება ბოლომდე არ იქნება შესრულებული, გაგრძელდება კრიტიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან“, – ამბობს ის.

მისი თქმით, ჩვენ თუ დავკარგავთ ევროკავშირის ან ვაშინგტონის მხარდაჭერას, აუცილებლად აღმოვჩნდებით ოკუპანტ სახელმწიფოსთან პირისპირ, რაც ნიშნავს საქართველოს ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას და ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიული ნაბიჯების სტაგნაციასა და უკუსვლას.

„რა გამოსავალია? ვფიქრობ, შეთანხმების, სულ მცირე, პირველი პუნქტი უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ. ეს იქნება ტესტი, არიან თუ არა მზად, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს“, – ამბობს მარიამ ჯაში.

შეგახსენებთ, რომ მან საპარლამენტო უმრავლესობა და კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ნოემბერში, მას შედეგ დატოვა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელი კანონპროექტი ჩააგდო.