პრაღაში მასობრივ თავშეყრაზე შეზღუდვის მოხსნა საჯარო, საზეიმო ვახშმით აღნიშნეს

ჩეხეთში, პრაღაში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის დასრულების აღსანიშნავად მოქალაქეებმა ქალაქის ქუჩებში 1 600 კიდურიანი მაგიდაზე საზეიმო ვახშამი გაშალეს. საზეიმო მაგიდა ქალაქის გასწვრივ, კარლის ხიდამდე იყო გაშლილი.

ღონისძიება მასობრივ თავყრილობებთან დაკავშირებული შეზღუდვის გაუქმებას მოჰყვა.

ჩეხეთის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქვეყანაში საკარანტინო ზომები გაატარა, საკუთარ მოქალაქეებს პირბადეების ტარება მოსთხოვა და საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრები ჩაკეტა. ზემოაღნიშნული ზომების შედეგად ქვეყანამ მძიმე ეპიდსიტუაცია თავიდან აიცილა და, შესაბამისად, შეზღუდვებიც სხვა ქვეყნებზე ბევრად ადრე შეამსუბუქა.

თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაში რჩება, მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შეზღუდვა.

„ჩვენ გვსურს ერთმანეთთან შეხვედრით და საჯარო თავყრილობით აღვნიშნოთ კორონავირუსის კრიზისის დასრულება. ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ყველას, რომ ერთმანეთთან შეხვედრის აღარ გვეშინია”, – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

პრაღაში, რომელსაც 10 მილიონი მოსახლე ჰყავს, დღემდე Covid-19-ის 12 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსის შედეგად კი 349 ადამიანია გარდაცვლილი.