პრეპარატი „რემდესივირი“ საქართველოშია - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ ჩამოფრინდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა. დღეს საქართველოში არის „რემდესივირი“, რომელიც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად გადანაწილდება იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.