პრეზიდენტი მიესალმება ენმ-ის ფრაქციის საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტი წერს, რომ დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე.

„პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა!“, – აცხადებს ზურაბიშვილი.