პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ხვდება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საქართველოში  ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ხვდება.

ინფორმაციას და ფოტომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უცნობია,  სასაუბრო საკითხები და შეხვედრის შესახებ დეტალები.

შეხვედრა მიმდინარეობს ასევე „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, სადაც ოპოზოციური პარტიის ლიდერები არიანშეკრებილები. როგორც პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ძირითადად 15 მაისს დაგეგმილ აქციას შესახებ ისაუბრებენ.

თუმცა, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, შესაძლებელია საუბარი იყოს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივაც. მათი თქმით, მათი პოზიცია უცვლელია – ახალი არჩევებისა და პოლიტპატიმრების თემა კვლავ მთავარი საკითხია ოპოზიციისთვის.

გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს. ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას.