პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი გახარიას გუნდს უერთდება

პუბლიკა

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

„ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“, – წერს ის.

გიორგი აბაშიშვილი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორია, განათლებით. ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2015 წლის 4 დეკემბერიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე იყო.

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისსაა დაანონსებული.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მის გუნდს შეუერთდება საქართველოს ყოფილი ელჩი NATO-ში, ლევან დოლიძე.