პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლოს მიმართა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეის ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

როგორ სასამართლოს პრესსამსახურში ამბობენ, სასამართლო პროცესის ზუსტი დრო ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა გუშინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გადასცა.