„პუბლიკის“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო

პუბლიკა

„პუბლიკის“ ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ეს მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მისი პირველი ნაწილი კი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

გლდანის ოლქის 79-ე უბანზე, „პუბლიკის” ჟურნალისტი, მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ფეხი დაარტყა მას.

გარდა ფიზიკური დაზიანებისა, „პუბლიკის” ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და დაზიანდა.