პუტინის თავდასხმის რეალური მიზეზი საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია იყო - კურტ უოლკერი

ვასკა მათითაიშვილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ უოლკერმა Twitter-ზე დაწერა, რომ პუტინის თავდასხმა საქართველოზე არა რიტორიკით, არამედ ქვეყნის ტრანსატლანტიკური ინტეგრაციით იყო გამოწვეული.

„სწორი ვერისა: პუტინი საქართველოს თავს მისი რიტორიკის გამო არ დასხმია. მას სურდა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. მართალია, იგი რიტორიკამაც განარისხა, თუმცა რუსეთის აგრესიას თავისი მიზეზები ჰქონდა“,- წერია უოლკერის განცხადებაში.