ქარტია მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყოს ფილმის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოება

პუბლიკა

8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ( And then we danced) პრემიერა გაიმართება.

„იმ პირთა ნაწილი, ვინც ფილმის პრემიერის ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა, უახლოეს წარსულში შემჩნეულია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლაში.

აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მოუწოდებს:
აქციების ორგანიზატორებს – მუშაობაში ხელი არ შეუშალონ მედიის წარმომადგენლებს;

სამართალდამცავ უწყებას – განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ამბის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად;

ქარტიის საბჭო, ასევე, მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად აღიჭურვონ ამომცნობი, მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით (ბეიჯით, ჟილეტით და ა.შ.), რათა სამართალდამცავებმა საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლონ მათი ამოცნობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“,- ნათქვამია განცხადებაში.