„ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ბრუსელში ვიზიტის შესახებ წერს.

„დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი:

– ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს;
– ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის;
– ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს;
– ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს;
– ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის;
– ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს;
– ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს;
– ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს;
– ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს;
– ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს;
– ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს;
– ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას“ დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.

„ქართული ოცნება“ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“, – წერს კობახიძე.