„ქურდული სამყაროს" წევრები ავტოსადგურ „ოკრიბის“ მძღოლებს თანხას სძალავდნენ – შსს

შსს-ს ინფორმაციით, სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები: ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილებით მგზავრები გადაჰყავდათ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ.