ქვეყანაში უნდა მოვიდეს ნათელი გონების ადამიანების ჯგუფი, ასე ცხოვრება მეტი არ შეიძლება – მიტროპოლიტი

პუბლიკა

„ეს არის, რომ ვიღაცებმა ქულები ჩაითვალონ წინასაარჩევნოდ, ვითომ ხალხს აჩვენონ,  რომ ასეთი რამ ხდება. კიდევაც ასე რომ ყოფილიყო, ამის დრო დღეს არანაირად არ იყო  და არ არის საჭირო“, – აცხადებს ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი შეკითხვაზე „რატომ გაახსენდათ ახლა გარეჯის თემის წამოწევა”.

შეკითხვაზე – „რისთვის გაწირეს ეს ორი ადამიანი, რისთვის სხედან ისინი ციხეში”, მიტროპოლიტი ვახტანგი პასუხობს: „არ ვიცი, შეიძლება ვიღაცის პოლიტიკური მოსაზრებებიც იყოს, შეიძლება არ იყოს, არ ვიცი. გაარკვევს 3 ნოემბერი ყველაფერს, როდესაც [არჩევნები] დამთავრდება, ყველაფერი გაირკვევა”.

ჟურნალისტის შეკითხვაზე „ბიძინა ივანიშვილს უჭირს არჩევნების მოგება?”, მიტროპოლიტი პასუხობს:

„მე არ ვიცი, უჭირს, არ უჭირს. ვერ ვიტყვი ვერაფერს… მე ერთი რამ ვიცი, რომ ქვეყანაში უნდა მოვიდეს, უკვე დრო არის, ნათელი გონების ადამიანი, ადამიანების ჯგუფი და რაღაც უნდა ეშველოს ამ ქვეყანას, უნდა მოხდეს, როგორც იტყვიან, გარღვევა, ასე ცხოვრება მეტი არ შეიძლება“, – ამბობს მიტროპოლიტი.


7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა.